ხარაგაულში, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ძირულაზე

სტიქიის პრევენციის მიზნით ნაპირსამაგრი გაბიონი შენდება.

სოფელ ციხისძირისა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მიმდებარედ, ადიდებული მდინარე ხშირად ქმნიდა პრობლემებს და საფრთხეს უქმნიდა, როგორც ავტომობილების ასევე, მოქალაქეების გადაადგილებას. 

საყრდენი კედელის მოწყობის სამუშაოებს შპს “მათე” ასრულებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 88 398 ლარით დაფინანსდა. 

ხარაგაულში სტიქიის პრევენციის მიზნით კიდევ ექვს ლოკაციაზე განხორციელდება საყრდენი კედლების მოწყობა. 

ფოტო: ხარაგაულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *