ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად ტენდერი

მესამედ გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 15 ათასი ლარია. ადრე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა. კიბის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს ჩატარდა და რეკონსტრუქცია “კომუნმშენპროეტის” მიერ შექმნილი გეგმის მიხედვით განხორციელდა. პროექტის მიხედვით კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ შესულა, მოხდა მოაჯირების, განათებისა და გამწვანების ზოლის განახლება.

მესამედ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 23 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *