ქუთაისში, რამდემინე ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იგეგმება.

ქუთაისის მერიამ  საპროექტო დოკუმენტაციის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

იგეგმება ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციია, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დახურული სანიაღვრე ქსელის დაზიანებული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბუნებრივი სასულის ყელის მოწყობისთვის და ბარნოვის ქუჩის მეორე შესახვევის #5-ში გამავალი ღია სანიაღვრე არხის კაპიტალურად მოწყობა.

საპროექო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად 5 ათასი ლარია განკუთვნილი.  სატნედერო წინადადებების მიღება 19 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *