საზოგადოება
"უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული"(ფოტო)
10 წელია, რაც ნინო ჯანაშია ჯვარედინად ქარგავს. ქარგვის შესწავლის სურვილი მეგობრების გამო გაუჩნდა, მათმა საქმიანობამ დააინტერესა. მისთვის ქარგვის პროცესი სასიამოვნოა და როგორც თავად ამბობს, მისი ნამუშევრები ყოველთვის მის შინაგან სამყაროსთანაა ახლოს.

"უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული. უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და გამოვიდეთ საზოგადოებაში, არ უნდა ვიყოთ კარჩაკეტილები,"-ამბობს ნინო ჯანაშია.  მას სურს, რომ ხელსაქმე სხვა ადამიანებსაც შეასწავლოს.

ნინო ჯანაშიამ შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენაზე, რომელიც 14 ივნისს მოეწყო, 5 ნამუშევარი წარადგინა.

"2011 წლიდან "ქალთა კლუბი" ყოველთვის აღნიშნავს ამ თარიღს. წლევანდელი ღონისძიება ასოციაცია "მოწყალებასთან" ერთად მოვაწყვეთ. მინდა გითხრათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, გარკვეულწილად გარემოა შეზღუდული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პირები რეალიზებული იყვნენ საზოგადოებაში,"-განაცხადა "ქალთა კლუბის" პრეზიდენტმა და გამოფენის ორგანიზატორმა, მაკა ხეცურიანმა.

"არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობა, გარემოა შეზღუდული. წლების განმავლობაში ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა და ახლა მათ იღებენ სრულფასოვან წევრებად,"-განაცხადა ასოციაცია "მოწყალებას" ხელმძღვანელმა, გულიზა ჯავახაძემ.

გამოფენაზე შშმ პირთა ნაქარგები, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.






FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქათველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის
18:11 / 16.07.2019
საქათველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე
13:47 / 16.07.2019
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანეს" საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
კაფეს
12:10 / 16.07.2019
კაფეს "სავანე" საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი
15:50 / 15.07.2019
ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი
ბაღდათში ადგილობრივმა ლელა ბუხულეიშვილმა მოქალაქეებისათვის წიგნის
14:15 / 15.07.2019
ბაღდათში ადგილობრივმა ლელა ბუხულეიშვილმა მოქალაქეებისათვის წიგნის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 21 - 33 °C
img
ქუთაისი 18 - 30 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019