ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლეებმა ქუთაისში

ხეები დარგეს. აქცია 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წლის თავს მიეძღვნა. მოსწავლეებმა საზოგადოებას მოუწოდეს ნუ მოჭრიან ხეებს და გაუფრთხილდნენ ბუნებას, რათა მსგავსი ტრაგედიები კვლავ არ განმეორდეს.

“ვეხმიანებით 4 წლის წინ, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას. გვინდა, მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩავრთოთ მოსწავლეები და ავუმაღლოთ სამოქ​ალაქ​ო და ეკოლოგიური ცნობიერება,”-განაცხადა “პროგრესის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კილაძემ.

აქ​ციის ფარგლებში ქართული სოჭის ხეები დაირგო.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიის ეპიცენტრი სვანიძის ქუჩა, ვერეს ხეობაზე გამავალი ახალი გზა, ზოოპარკი და მზიური იყო.

სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *