ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა და ღია საკანალიზაციო მილიდან დაბინძურებული წყალი მდინარე რიონში ჩაედინება. მათივე განმარტებით, მოუწესრიგებელია გზაც და ადგილზე სამშენებლო ნარჩენებია დაყრილი. მოსახლეობა საკანალიზაციო მილების მოწესრიგებას ითხოვს.

“2 წელზე მეტია ასეთი მდგომარეობაა. ვითხოვთ შეკეთებას. ამას ემატება სამშენებლო მასალები. მერია ყურადღებას არ გვაქცევს. ესეც ქუთაისის ტერიტორიაა და მოგვაქციონ ყურადღება. სუნი, მწერები და ანტისანიტარიაა,”-ამბობენ ადგილობრივები.

საპროტესტო აქციას “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, თუ ერთ კვირაში ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას არ დაიწყებს, აქციები მერიის წინ გაიმართება.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *