ქუთაისში ახალი სამოქალაქო მოძრაობა “პერსპექტივა ქუთაისს” შეიქმნა.

მისი დამფუძნებლები ია იაშვილი და ქეთი დეისაძე არიან. მოძრაობა 2020 წლის არჩევნებისათვის ჩამოყალიბდა. მისი წევრების თქმით, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების იმედად ყოფნა შედეგს ვერ მოიტანს და ქუთაისის განვითარების გზებზე აქტიურმა მოქალაქ​ეებმაც უნდა იმსჯელონ.

“მხოლოდ პოლიტიკური პარტიების იმედად 2020 წლის არჩევნებზე ვერ ვიქნებით. ვფიქრობ, რომ საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი აქტივობა, რომ რეალური ცვლილებები განხორციელდეს. დღეს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას სამი მტერი ჰყავს: სიღატაკე, მიგრაცია და ნიჰილიზმი. ეს არის შიში იმისა, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. დღეს ყველაზე მეტად რაც ქუთაისს აკლია არის ის, რომ პერსპექტივის განცდა არავის აქვს, არც იმათ, ვინც დასაქმებულია. მოქალაქ​ეებთან შეხვედრებით ვეცდებით, გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ქუთაისს აქვს. კარგია ინფრასტრუქ​ტურული პროექ​ტები და ქალაქში ტურისტების ყოფნა, თუმცა  ეს არ არის ჩვენი მიღწევა,”-განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ია იაშვილმა.

მოსახლეობასთან შეხვედრები თვეში ერთხელ ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *