ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტისათვის

სტიქ​იის შედეგად მიყენებულმა ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ დროისათვის სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვნიდან სოფელ მარელისის კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი. ამავე უბანში აღდგენილია გზა, რომლითაც იქამდე ისარგებლებს მოსახლეობა, ვიდრე დიდვაკე-ლეღვნის დამაკავშირებელი გზა არ აღდგება,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე. 

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დააზარალა ხარაგაულის სოფლები მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. წაღებულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. დატბორილია საცხოვრებელი სახლები.

ფოტო: ხარაგაულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *