ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში არსებული პირობები “სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა”

გააპროტესტეს. მათ ავტობუსებში მოქალაქეებს სასმელი წყალი დაურიგეს და ავტობუსებში ტემპერატურა გაზომეს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მოქალაქეებს მსგავს პირობებში მგზავრობა არ უნდა უწევდეთ და ქუთაისის მერიამ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმებისას მოთხოვნებში მგზავრებისათვის ელემენტარული პირობების შექმნის მოთხოვნა მაინც უნდა ჩადოს.

“გადავწყვიტეთ, რომ მოქალაქეებისათვის რაღაც მინიმალური მაინც გაგვეკეთებინა და ტრანსპორტში ცივი წყალი დავარიგეთ. ტემპერატურა რაც ტრანსპორტშია, არა მხოლოდ დისკომფორტის შემქმნელია, არამედ სიცოცხლისთვის საშიშია. არ არსებობს არანაირი სტანდარტი, უნდა იყოს თუ არა ტრანსპორტში გაგრილების სისტემა, ამიტომ ვითხოვთ, რომ მერიამ შეიმუშავოს გარკვეული სტანდარტები. 2019 წელში ხელშეკრულების ვადები გადის სატრანსპორტო კომპანიებთან, ამიტომ ახალი ხელშეკრულების დადების დროს ეს უნ და გაითვალისწინონ,”-ამბობს მოძრაობის წევრი, გვანცა ჩოგოვაძე.

“სამოქალაქო მოძრაობის” წევრები პეტიციის შექმნასა და ხელმოწერების შეგროვებას გეგმავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *