ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადებით,

გამორიცხული არ არის, რომ ნანა კოსტავას საკრებულოს დატოვება მოუწიოს. მან “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატის “ფეისბუკ” პოსტთან დაკავშირებით განცხადება საპროტესტო აქციის შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა.

“გუნდში დაწყებული გვაქვს მსჯელობა, თუ რა ფორმით და როგორ გაეცეს ამ ყველაფერს პასუხი. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია გვაქვს. ის ძალიან წუხს და ბოდიშს უხდის ოჯახს. მისთვის  ინფორმაცია არასრულწლოვანის გარდაცვალების შესახებ, არ იყო ცნობილი,”-განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

“კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”- ამ წარწერით ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” ნანა კოსტავამ ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა.

სალომე ბარკერის 16 წლის და 26 მაისს, ლაგოდეხში დაიღუპა. გოგონა ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *