“ტორპედოს” გულშემატკივრებმა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

“ჩაჩავა წადი”, “გადავარჩინოთ ტორპედო”-ამ და სხვა შეძახილებით მათ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წასვლა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჩაჩავას გუნდიდან მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების გაშვება და მათი არაპროფესიონალებით ჩანაცვლება უნდა.

“გუნდი დაშლის პირასაა. ჩაჩავა ამბობს, რომ საშუალება არ აქვს და გუნდი იაფფასიანი ფეხბურთელებით უნდა შეავსოს. კეთილი ინებოს, გაისტუმროს ყველა დავალიანება და თავის გზაზე წავიდეს,”-აცახდებს საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი, ნიკოლოზ ნემსაძე.

აქციის მონაწილეებს შეხვდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი თქმით, დალოდება და მოვლენებზე დაკვირვებაა საჭირო, რადგან ჩაჩავას განცხადებით, გუნდში პრობლემები გვარდება.

კითხვაზე, თუ კი ჩაჩავა გუნდს დატოვებდა ვინ აიღებდა “ტორპედოზე” პასუხისმგებლობას, ჭიღვარია პასუხობს: “ქალაქი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ “ტორპედოს” ხელი შეუწყოს. ის მხოლოდ ფეხბურთის გუნდი არ არის, ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *