საზოგადოება
ჭოგნარში ნაგავსაყრელი აღარ აშენდება (ექსკლუზივი)
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები შეწყვიტა. როგორც რადიო "ძველ ქალაქს" გადაცემა "გამჭვირვალე პოლიტიკისათვის" ჩაწერილ ინტერვიუში კომპანიის დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა, დღევანდელი მდგომარეობით ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილის მოძებნა მიმდინარეობს.

"საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის მხრიდან ამ ეტაპზე არ ხორციელდება. შესაბამისად, შეწყვეტილია სამუშაოები, შეჩერებულია და ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარება სხვა ადგილის მოძებნაში, რომ იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მაგ ადგილზე გვქონდა გარემოს დაცვითი ნებართვა, ყველა კანონიერი პროცედურის გავლის მიუხედავად ერთად ვმსჯელობთ, რომ იყოს ისეთი გამოსავალი, რომელიც როგორც მოსახლეობისათვის, ასევე გარემოსათვის იქნება მისაღები. დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ალტერნატიული ადგილების მოძიება. უნდა შეირჩეს ფართობის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობიდან დაშორების მიხედვით. ანუ ყველა კრიტერიუმი რომ იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. ეს არ გახლავთ ადვილი საქმე , უნდა იყოს ყველანაირად შესაბამისობაში მოყვანილი ჯერ კანონმდებლობასთან და შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან."- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, ამჯერად ალტერნატიული ადგილის შერჩევისას მოსახლე3ობის ჩართულობა მაღალი იქნება, რათა ნაგავსაყრელის მოწყობისას პრობლემები კვლავ არ შეიქმნას. რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე მოეწყობა.

"ნაგავსაყრელი იქნება იმერეთის რეგიონში ყველა ვარიანტში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ პრინციპი, რომელიც კანონით არის მოთხოვნილი, რომ არ სეიძლება ნარცენების დიდ მანძილზე ტარება. ეს არის გარემოსათვის არის საფრთხის და რისკის შემცველი."- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.


შეგახსენებთ, ქუთაისთან ახლოს, ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბარი წლების განმავლობაში მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.ისინი ამბობდნენ, რომ მათ საცხოვრებელთან ნაგავსაყრელი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას გამოიწვევდა. კომპანიაში კი ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნებოდა.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა. 
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
13:56 / 24.05.2019
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
19:34 / 23.05.2019

რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

EMC და საია ჭიათურაში, შპს
16:24 / 23.05.2019
EMC და საია ჭიათურაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ვახტურ რეჟიმზე მომუშავე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019