პოლიტიკა
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სამუშაოებისათვის საჭირო მოკვლევა მიმდინარეობს. 

როგორც ნინო თვალთვაძე ამბობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რის შემდეგაც გადაწყდება, რა პრინციპით დაფინანსდება თავშესაფრის მშენებლობა. შესაძლოა, საჭირო ხარჯები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაიღოს ან თავშესაფარი თანადაფინანსებით მოეწყოს.

"ქუთაისში არსებული თავშესაფრის ფართობი შეზღუდულია. არ არის ადგილები, რომ ცხოველები დაიტიოს მაშინ, როცა მოთხოვნა საკმაოდ დიდია. თავშესაფარში ცხოველები რეგიონებიდანაც გადმოჰყავთ,"-განაცხადა საბჭოს სხდომაზე ნინო თვალთვაძემ.

ცხოველთა თავშესაფარი ქუთაისში მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" ბაზაზე ფუნქციონირებს.

ფოტო: ააიპ სპეციალური სერვისები "ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის
15:06 / 24.05.2019
წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა მუნიციპალიტეტის
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
13:56 / 24.05.2019
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 26 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019