მიმდინარე წელს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი დაფიქსირდა.

კანონდარღვევები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

ამავე პერიოდში, ტრანსპორტიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებშია გადაგზავნილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო გარემოს დანაგვიანება ტრანსპორტიდან 120 ლარის ოდენობით.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *