შსს-მ იმერეთში, ხარაგაულში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

დაკავებულია 2 პირი.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულია 1972 წელს დაბადებული კ. ხ. და 1955 წელს დაბადებული ფ. ხ. სამართალდამცველებმა კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული იარაღი – კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ფ. ხ.-ს საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო:შსს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *