ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს ქუთაისში ყინულის მოედანი დაიწყებს ფუნქციონირებას.

მოედანზე დაზიანებული აგრეგატი ახალი დანადგარით ჩანაცვლდა.

სამონტაჟო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. “ტრემაქს ჯორჯია”-მ განახორციელა.

ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის (ჩილერის) შეძენა-მონტაჟისთვის, საცირკულაციო ტუმბოსა და ეთილენ გლიკოლის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 177 399 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, ქუთაისის ყინულის მოედანი რამდენიმე თვეა უფუნქციოდაა დარჩენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *