ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი ცდილობს.

“მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. რთული რელიეფია, თუმცა, ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ დგას. ადგილზე მიემართება 6 სახანძრო მანქანა”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *