ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.

სალონი ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე იყო განთავსებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა დღეს, დილის 4 საათზე მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სალონი სრულიად განადგურდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *