სამტრედიაში, იანეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, თუმცა ხის სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განაცხადა, დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება გაეწევა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *