ქუთაისის მერიაში ბერი თევდორესა და გველესიანის ქუჩებზე შეჩერებული სამუშაოების მიზეზებს განმარტავენ.

“მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული გვაქვს. აღმოჩნდა, რომ წყალმომარაგების კომპანიას 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემისათვის გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული არ აქვს. გვპირდებიან, რომ სამუშაოები სამი დღის ვადაში დასრულდება. ამის შემდეგ გაგრძელდება გზის მოწყობითი სამუშაოები. კომპანია სეზონისა და ამინდის შესაბამისად მუშაობს. 98 000 ლარია გათვალისწინებული სამუშაოებისათვის. თუ ამინდი საშუალებას მოგვცემს, სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება,”-განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივებმა გზის საფარის დაუსრულებელი სამუშაოები გააპროტესტეს. როგორც ისინი აცხადებენ, მიმდინარე სამუშაოები მათ როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით გადაადგილებას უზღუდავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *