ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება

პირდაპირი წესით შეიძინა და თანხის გარკვეული ნაწილის დაზოგვა მოხდა, რაც ტენდერის ჩაშლამ გამოიწვია. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, ტენდერი ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ჭიღვარიას თქმით, ტენდერის ჩავარდნა მეორე კომპანიის ბრალია, რომელმაც შედეგი გაასაჩივრა.

როგორც ქუთაისის მერი განმარტავს, მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება და ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს. მისივე განცხადებით, მომავალი წლისთვის მზადება მარტიდან დაიწყება, დაიდგმება რკინის კონსტრუქციები და შეიძენენ განათებას.

“შესყიდვებთან დავებში საკმაოდ დიდი დრო დავკარგეთ. ტენდერი ჩაგვიგდო მომჩივანმა ფირმამ, რომელმაც, სავარაუდოდ, შარშან გააკეთა განათებები და რომელსაც არ მივეცით თანხა, რადგან არაკეთილსინდისიერად მოიქცა. წაიღო ტენდერი მომჩივანმა კომპანიამ და შემდეგ მან ვეღარ მოგვაწოდა მომსახურება. 150 000 ლარამდე იყო გამოყოფილი დაახლოებით საახალწლო განათებაზე. შემდეგ, მოგვეცა პირდაპირი შესყიდვის უფლება და დაახლოებით 100 000 ლარამდე თანხის დახარჯვა მოგვიწია. ამან მოგვცა საშუალება, თანხა სხვა კუთხით გამოგვეყენებინა,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ფოტო:თეკო ჭეიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *