საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილ საჭიროებებს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ხონში მოქალქეებმა მთავარი პრობლემები დაასახელეს, რომელთა დროულად გადაჭრაც სურთ. 

ეს პრობლემებია : 

1. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – სოფელ კონტუათში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და ატრაქციონის მოწყობა, ქალაქ ხონის ტერიტორიაზე სპორტული მოედნის მოწყობა, ქალაქ ხონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა. 

2. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა- სოფელ ახალბედისეულში გზის საფარის მოწესრიგება.

3. ადგილობრივი ბაღის აღმზრდელების შრომის ანაზღაურება – ბაღის აღმზრდელების შრომითი ანაზღაურების გაზრდა.

“მნიშვნელოვანია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილი პრობლემების შესწავლა მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყოს მაქსიმალურად შემჭირდვებულ ვადებში, პრობლემების მასშტაბურობის მიხედვით კი მიმართოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჩართულობით გამოვლენილი ინფრასტრუქტურული და კომუნალური საკითხების მოგვარება.” – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *