გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა

მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მე33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართა.

საბჭოს მიზანია კამპანიის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში გაიზარდოს ინფორმაციის დონე გენდერისა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შესახებ.

“საბჭოში შემავალი წევრი ორგანიზაციების ბაზაზე უკვე მესამე შეხვედრა გავმართეთ. ამჯერად ფონდი სოხუმის ბაზაზე შევხვდით 33-ე აჯარო სკოლის აღსაზრდელებს. საბჭოში წელს აქცენტს ვაკეთებთ ცნობიერების გაზრდასა და კომპეტენციების გამყარებაზე. შესაბამისად შევეცადეთ, კამპანიის ფარგლებში აქცენტი გაგვეკეთებინა როგორც გენდერის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ასევე, ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმებზე. აღნიშნული კამპანიით ჩვენ უკვე 100-ზე მეტ ახალაგზრდას შევხვდით. ” – განაცხადა ანა შალიკიანმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი, საკრებულოს წევრის ირაკლი შენგელიას თანაშემწე.

შეგახსენებთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ სემინარების ციკლი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში 25 ნოემბერს დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *