გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-5 დეკემბრს დასავლეთ საქართველოში

შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

6-7 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ტემპერატურა +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 3 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, ხოლო 4-7 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *