აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 2018 წელს არაერთი ღონისძიება გატარდა.

ქიმიური წამლობის და მოსახლეობასთან შეხვედრების გარდა აქტიურად მიმდინარეობდა მწერის ბიოლოგიური მტრის სამეცნიერო კვლევები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ აზიური ფაროსანს კვერცხს ორი გვარის მწერი აპარაზიტებს. ანასტასუსის და ტრიხოლკუსის გვარის მწერები საქართველოშია გავრცელებული და მათი შემოყვანა არ მომხდარა.  იქიდან გამომდინარე რომ, აზიური ფაროსანს რიცხოვნობა ამ ეტაპზე მაღალია, პარაზიტ მწერს ჯერ შედეგი არ აქვს, თუმცა როგორც სპეციალისტი ამბობს, მათი არსებობა უკვე მნიშვნელოვანია და კვლევები მომავალშიც გაგრძელდება.
ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *