“დიასახლისი არ არის უფასო მუშახელი”, “კანონი სექსუალური შევიწროვების შესახებ გვჭირდება,”- ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში აქცია მოეწყო.

პერფორმანსი “თანასწორობა გვჭირდება” კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება იმ უთანასწორობის შესახებ, რომელიც არსებობს ეკონომიკაში ქალებსა და მამაკაცებს შორის, მათ შორისაა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროვება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქალებისათვის, სახელფასო ანაზღაურებას შორის სხვაობა და სხვა.

“ეს ის საკითხებია, რაზეც საოჯახო საუბრებში ხშირად გვსმენია, მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ ეს საქმიანობები არ არის მხოლოდ ქალბატონების ვალდებულება, შესაძლოა, ქალი უფრო დამოუკიდებელი იყოს და სხვა საქმიანობით დაკავებული,”-განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის” ხელმძღვანელმა მაკა მეშველიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოში რთულია ბიზნეს სესხების აღება ქალბატონებისათვის. ბანკები, როგორც წესი, ითხოვენ ქონებით უზრუნველყოფას. როდესაც ქალი არ არის კერძო საკუთრების მფლობელი, მათ უჭირთ ან ბიზნესსაქმიანობის წამოწყება ან გაფართოება. მისივე განმარტებით, აუცილებელია თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.

კამპანია უკვე გაიმართა ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *