იტალიის ქალაქ კოზენცაში 20-მა ქუთეაისელმა

მხატვარმა საკუთარი მანუშევრები გამოფინა. მხატვრებმა საერთაშორისო პლენერში Bocs Art მიიღეს მონაწილეობა. სხვადასხვა ნამუშევრებს შორის ქუთაისის მერის პორტრეტიც აღმოჩნდა. დასკვნით გამოფენას იტალიის მხარის მიწვევით ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე ესწრებოდნენ. 

“ჩვენთვის დიდი პატივი იყო კოზენცაში სტუმრობა, სადაც ჩვენს მხატვრებს უმასპინძლეს, ეს ურთიერთობები კოზენცაში მოღვაწე წარმოშობით ქუთაისელმა, ცნობილმა მევიოლინემ ვიტალი სამხარაძემ და ენრიკო გრანაფეიმ დაიწყეს. მიხარია, რომ მსგავსი თანამშრომლობა სხვა სახელოვნებო სფეროებშიც არის დაგეგმილი”- განაცხადა ქუთაისის მერმა.

ქუთაისის მერის პორტრეტის გამოფეანს ქალაქ კოზენცაში გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია.

“ქუთაისის მერი ბუჯეტის ხარჯზე იტალიაში წაყვა მხატვრებს, სადაც “საზეიმო” ვითარებაში გამოფინა არც მეტი არც ნაკლები საკუთარი სურათი. იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი “პატივია”, რომ “მსოფლიო დონის” “სახელმწიფო მოღვაწის” პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო “,- წერს სოციალურ ქსელში გიგა შუშანია და ვიდეოს აქვეყნებს.

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოზენცას მერმა მარიო ოჩიუტომ და გიორგი ჭიღვარიამ სამომავლო ურთიერ თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს შეხვედრისას აღინიშნა, რომ მხარეებს შორის ინტერ კულტურული გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება და სახელოვნებო, კულტურული წრეების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამებში

იტალიის ქალაქი კოზენცა და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მაისში გააფორმეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *