ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურეობის

9 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რესტორნის მომსახურეობა ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. ჯამში 550 პერსონაზე გათვლილი კვებითი მომსახურეობა ეტაპობრივად უნდა მოხდეს ტენდერში გამარჯვებული კვების ობიექტის მიერ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

“მონაწილეთა რაოდენობა, დრო და ადგილი შესაბამისად მისაწოდებელი საკვების რაოდენობა, თანმდევი მომსახურებით განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. შემსყიდველი უფლებამოსილია შეარჩიოს მენიუ, კერძების ერთეულის შემოთავაზებული ღირებულების მიხედვით.კონკრეტულ დღეს პერსონათა რაოდენობა, შესაბამისად მისაწოდებელი საკვების დაზუსტებული რაოდენობა და მიწოდების განრიგი დამატებით ეცნობება ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე.”- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო წინადადებების მიღება დღეს დასრულდა. შპს პიკნიკი ჯგუფი მზადაა სარესტორნო მომსახურეობა 7ათას 550 ლარად გასწიოს. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *