ქუთაისში განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესი ამოქმედდება,

რომლის შესაბამისად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეუსაბამოდ მაღალი შენობები აღარ აშენდება.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები და წესები, რათა განაშენიანების პროცესის ყველა დეტალი იყოს გაწერილი ზონებისა და კოეფიციენტების შესაბამისად.

“მოგეხსენებათ, რომ დღემდე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, კოეფიციენტები ხელოვნურადაა აზრდილი და მიღწეულია უდიდეს ნიშნულს, რაც დანარჩენ საქართველოში არ ფიქსირდება. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ძალიან მაღალი შენობები, რომელიც აცდენილია მთავრობის დადგენილების თანახმად შემუშავებულ კოეფიციენტებს. ახალი წესები ასევე გულისხმობს, ფუნქციური ზონების დადგენასა და ყველა ამ ზონისთვის შესაბამისი კოეფიციენტების მინიჭებას,”-განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

განაშენიანებისა და რეგულირების წესის შესახებ დოკუმენტი შემუშავდა, რომლის საბოლოო ვერსია ქუთაისის საკრებულოს გადაეგზავნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *