ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა.

გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, აღნიშულ სოფელში ბუნებრივი აირით 732 ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. გაზიფიცირების დასრულება აგვისტოში იგეგმება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ და შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის რეგიონული ოფისის დირექტორმა დავით ჯაიანმა ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ამირან საცერაძის ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *