აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გურიის რეგიონში შეწამვლით ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული

სამმართველოს ხელმძღვანელი აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნეებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე შეწამლულია 20 ათას ჰექტრამდე ფართობის – საკარმიდამო მიწები, ასევე მოიზიდე და მოკალის პრინციპით 8 ათასი ჰექტარი ფართობის ტყის პირები.

ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება აზიური ფაროსანას გავრცელებასთან პირდაპირ კავშირშია, სპეციალისტი მავნებლის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას პროგნოზირებს, ნინო შეწირულის თქმით, აზიური ფაროსანას აქტივობის შეფასებას მონიტორინგის სისტემებზე დაკვირვებით ხორციელდება.

მისი თქმით, რეგიონში 18 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ მავნებელთან ბრძოლის პროცესში დამატებითი ძალების მობილიზება გახდება საჭირო, მსგავს დახმარებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი განახორციელებს

ნინო შეწირული – სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *