3 ივნისს ქუთაისში ევროპის დღეს აღნიშნავენ.

ერთი დღით, ქუთაისის ცენტრალური ბულვარი “ევროსოფლად” გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტოვიბებით ევროკავშირში მოგზაურობას შეძლებთ. ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც იმ აქტივობებს წარმოგიდგენენ, რომლებსაც საქართველოში ახორციელებენ და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. 

“ევროპის დღეების ფარგლებში, იმერეთში ძირითადად დი-სი-ეფ-ტი-ეი შესაძლებლობებზე სოფლის მეურნეობის კუთხით გაგვეკეთებინა უფრო მეტი აქცენტი. ამიტომ დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება როგორც ფერმერებისათვის, ისე მეწარმეებისათვის და კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის.” – განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ.

ევროპის დღის ღონისძიება დატვირთული იქნება საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით.

ღონისძიების პროგრამა ასეთია:

16:00 -19:00  ევროსოფელი, კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის.

17:00 ოფიციალური გახსნა,

16:00 – 20:00- შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში

20:00 – კონცერტი

ქუთაისში ევროპის დღეების ორგანიზებას ევროკავშირი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან და ადგილობრივი ხელისუფლებასთან პარტნიორობით გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *