ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში მაღაზია გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ტანსაცმლის მაღაზიიდან 1000 ლარის ოდენობის თანხაა წაღებული.

ადგილზე მყოფების თქმით, შემთხვევის დროს გამყიდველი მაღაზიიდან გასული იყო. მათივე განცხადებით, თანხა, სავარაუდოდ, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოიპარა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *