ევროპის დღეების ფარგლებში იმერეთში

მედია ტური ჩატარდება. ჟურნალისტები ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს დაათვალიერებენ.

“მედია ტური იმერეთის რეგიონში ორ ან სამ ადგილას განხორციელდება. ეს მოიცავს ENPARD-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის მეურნეობის საწარმოების დათვალიერებას, მეწარმეებთან შეხვედრას და მათ დახმარებას საინფორმაციო კუთხით”,- განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა იმერეთში მარიკა ვაჭარაძემ.

გასულ თვეში ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-ის ხელშეწყობით სოფლის განვითარების სემინარები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა.  რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ სოფლის განვითარება ქმედითი მოდელია ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ხოლო მისი წარმატებისათვის აუცილებელია ეფექტიანი პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა. 

ევროპის დღეების ფარგლებში, იმერეთში, მთავარი აქცენტი სწორედ სოფლის მეურნეობაზე გაკეთდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *