შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრებ

და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა. მასში საუბარია არსებული ვითარების, ასევე, იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს.

“მიუსაფარ და ქუჩაში მომუშავე ბავშვების თემაზე დიდი ხანია ცალ-ცალკე ვმუშაობთ. ცოტა ხანია რაც ერთად ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ. ერთმანეთს ჩვენი ხედვები, ინტერვენციის სტრატეია და ტაქტიკა. შევთანხმდით, რომ თემაზე გაერთიანებული ძალებით ვიმუშაოთ. რათა ერთის მხრივ ბავშვების უფლებები სრულად იყოს დაცული და მეორეს მხრივ, მათთვის სერვისები იყოს შეთავაზებული. მესამე- ყველა უწყებამ თავისი როლი დაინახოს და ქმედებები სწორად განახორციელოს”,- განაცხადა სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ოდიშარიამ

შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, პრევენციული კამპანიის გაძლიერებას, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ.  დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას, ასევე, აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლების მულიტიდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის აღკვეთას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *