ქუთაისის მერიამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის

დღის აღსანიშნად ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქში 10-მდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვა იგეგმება, რისთვისაც 9 ათას 625 ლარია გამოყოფილი.

ღონიძიებებს შორისაა ტრადიციული გამოფენები ღია ცის ქვეშ, საბავშვო წარმოდგენები, კონცერტები ღია ცის ქვეშ. სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 14 მაისს მთავრდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რაოდენობა შემცირებულია და არც გალა კონცერტის შესახებაა ინფორმაცია მოცემული. 

ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და აღნიშნული თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *