12 აპრილს საქართველოს რკინიგზა

მსვლელობიდან ორ მატარებელს მოხსნის. შეზღუდვები ვრცელდება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთისა და ხაშური-ზესტაფონის მიმართულებებზე.

“საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო დეპარტამენტი ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს. ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხისას, რკინა-ბეტონის შპალები ჩაანაცვლებს. 2018 წლის 12 აპრილს, სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი “ფანჯრის” გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით. ასევე ორივე მიმართულებით რეისიდან მოიხსნება ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები,”-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

როგორც საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, ცვლილებებია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებითაც. მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისი და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებებით მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *