წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე გარეგანათების

ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა.  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” მმართველის თორნიკე ჯიქიას განცხადებით, 8 კმ-იანი კაბელისა და ნათურების გამოცვლის სამუშაოები ამავე ა(ა).ი.პ-ის თანამშრომლებმა ხარისხიანად და ოპერატიულად შეასრულეს.

წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალური გზის გარეგანათების საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

გარეგანათების ქსელის მოწესრიგებისა და სანათების შეცვლის პროცესი ქალაქ წყალტუბოს რამდენიმე ქუჩაზეც მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *