ქუთაისის საერთაშორისო

აეროპორტმა კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაამატა.

ავიაკომპანია “ვიზეარი” რუმინეთის დედაქალაქიდან, ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეისს 3 ივლისს შეასრულებს.

ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად 2012 წელს განახლდა და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *