გამთენიისას, დილის 4 საათზე, ტყიბულში, მინდელის

შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა. მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწის გიგა ისაკაძის თქმით, უბედური შემთხვევა, სავარუდოდ, ქანების ჩამოშლამ გამოიწვია. სხეულის დაზიანებები მიიღო 3-მა მუშამ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.

“ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *