სააღდგომო ნობათს წელს ქუთაისში 1785 ბენეფიციარი იღებს.

2 კილოგრამი შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, კარაქი, კვერცხი, პურისფქვილი და პასკა – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელთა დარიგებაც დღეს გრიშაშვილის 37 ნომერში დაიწყო. 

2017 წელთან შედარებით, წელს ნობათის მიმღებთა რაოდენობა შემცირებულია. 2017 წელს 2 ათას 785 ბენეფიციარისთვის ნობათის გადასაცემად 77 030.8 ლარი იყო გამოყოფილი. 

კუთვნილი პროდეუქტების მიღება ბენეფიციარებს გრიშაშვილის 37 ნომერში 5 აპრილამდე შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *