ქუთაისში მიწისქვეშა

გადასასვლელების დასუფთავება დღეს დილიდან დაიწყო. ტერიტორია ააიპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა გაწმინდეს.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება იგეგმება. ინიციატივის ფარგლებში, გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება და ტერიტორია კაპიტალურად გარემონტდება.

ქუთაისში სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. ერთ-ერთ მათგანში სავაჭრო ობიექტებია განლაგებული. გადასასვლელების მოწესრიგებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *