ქუთაისის მერიაში ქალაქის

გამწვანების შესახებ იმსჯელეს. ქალაქის ვიცე-მერები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ეკოლოგებს შეხვდნენ.

თვითმმართველობამ გამოთქვა ინიციატივა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსებული ერთ-ერთი კორპუსის აივნები გამწვანდეს. სავარაუდოდ, აივნების გალამაზება ვარდის რომელიმე სახეობით მოხდება.

როგორც ეკოლოგებმა განმარტეს, მცენარეთა ერთჯერადად გახარება ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. მათივე თქმით, აუცილებელია არსებობდეს ჯგუფი, რომელიც მცენარეთა მოვლა-პატრონობაზე მუდმივად იზრუნებს.

გამწვანების თემატიკაზე მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა ტიპის აქციების მოწყობაც იგეგმება.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, უკვე არსებობს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგია, რომლის განხილვაც მოგვიანებით მოხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *