ქუთაისის მერია შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების კონკურსს იწყებს.

აღნიშნული კონკურსის მიზანს ისეთი პროქტების შერჩევა წარმოადგენს, რომლებიც შშმ პირთა დასაქმებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე იქნება მორგებული.

“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ბევრ გამოხმაურებას. პროექტის შემოტანის შესაძლებლობა როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ და შშმ პირებს აქვთ,”-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

თვალთვაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, შშმ პირები საცხოვრებელ პირობებსა და შემოსავალს, საკუთარ შესაძლებლობებს გაიუმჯობესებენ.

შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტი თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. მოთხოვნების შესაბამისად, მონაწილეობის მსურველმა ადგილობრივი თვითმმართველობისაგან მაქსიმუმ 10 000 ლარის ოდენობის თანხა უნდა მოითხოვოს. მოთხოვნილი თანხის 10 პროცენტს კი თავად აპლიკანტი ფარავს.

განაცხადის მიღების პროცესი დღეს დაიწყო და 28 მარტამდე გაგრძელდება.
პროექტში გამარჯვებულის ვინაობა კი 20 აპრილამდე იქნება ცნობილი.

გამარჯვებული კანდიდატი პროექტის განხორციელებას 1-ლი მაისიდან დაიწყებს და 31 დეკემბერს დაასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *