შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების

დამცველი საუკეთესო მუნიციპალიტეტის კონკურსში, ქუთაისის მერიამ გაიმარჯვა. ანტისტიგმა მოძრაობა #დაინახეყვალაფერის ფრგლებში გასული წლის სექტემბერში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების მქონე მუნიციპალიტეტის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა. სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობა 15-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო. გამარჯვებულები ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრებიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგნლები იყვნენ.

ქუთაისის მერიამ აღნიშნული კონკურსის ნომინაციაში “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებისა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები, ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური ჩართულობა”- გაიმარჯვა.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ყველა გზა და შესაძლებლობა უნდა არსებობდეს რათა მათ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისთან ერთად კონკურსში გამარჯვებულები ბოლნისის, ხელვაჩაურისა და მესტიის მუნიციპალიტეტები გახდნენ.

#დაინახეყველაფერი კამპანია მიმდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *