ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით

ჭავჭავაძის #46 ნომერში სამშენებლო სამუშაოები შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

,, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე საფარი იყოს ქალაქში. ჭავჭავაძის # 46-ში გავეცი მითითება რომ სასწრაფოდ შეწყდეს ადგილზე ყველა სახის სამუშაო წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელის წინააღმდეგ მკაცრი საჯარიმო სანქციები გატარდება,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ტერიტორია, სადაც სამშენებლო სამშაოები დაიწყო 2017 წლის 25 მაისს გასხვისდა და მშენებლობაზე ნებართვა 2017 წლის 13 ივნისს გაიცა. დღეს კი ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით და მითითებით, ადგილზე ყველანაირი სახის სამუშაო შეწყდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *