ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოყვარული

ფოტოგრაფების გამოსავლენად ფოტოკონკურსს “ფოტოკონკურსი 2018”-ს აწყობს.

კონკურსის თემაა “ჩემი იმერეთი”, რომელშიც მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14 – 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს შეუძლია.

მსურველებმა ფოტომასალა 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ფულად ჯილდოებს მიიღებენ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ “ფეისბუკ” გვერდზეა შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *