ზესტაფონში, სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების

დამაკავშირებელი გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გვირაბის ფეხით სავალი ნაწილი ფილებით მოეწყობა, შეიღებება გარე ფასადი და დამონტაჟდება განათების სისტემა.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 54 414 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შპს “აკაია” ახორციელებს.

აღნიშნული გვირაბით, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე ქვეითად მოსიარულეები სარგებლობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *