ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 335 222 ლარით ფინანსდება. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია წითელი და მწვანე დარბაზები. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გადიდება, სველი წერტილების მოწყობა და ბავშვებისთვის სამეცადინო ოთახების დამატება. სულ 6 ოთახი. ასევე განხორციელდება შენობის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე.

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს. მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია ზაფხულში უნდა დასრულდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *