ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა

მიმდინარე წლის იანვრის თვის აქტივობები შეაჯამეს.

შეხვედრა “სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ოფისში გაიმართა. ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორის, თეონა გოგიშვილის თქმით, ყოველთვიურმა გეგმიურმა შეხვედრამ ახლებური სახე მიიღო.

“ადგილობრივ თვითმმართველობებს შევთავაზეთ, რომ ჩვენი შეხვედრები საკუთარი განცხადებების გასაკეთებლად გამოეყენებინათ. პირველ ეტაპზე ჩვენი მოწვევა ხონის მერმა მიიღო,”-განაცხადა გოგიშვილმა.

როგორც გოგიშვილი განმარტავს, შეხვედრები ძირითადად საინფორმაციო ხასიათისაა.

“ვალდებულების შესრულებას ახლახანს შევუდექი. მაინტერესებს, რა პროგრამები განხორციელდა წინა წლებში. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა შედეგიანად მიმაჩნია. გარდა ამისა, აქვთ მაკონტროლებელი ფუნქცია და იდეები თუ როგორ უნდა იმუშაოს მერიამ ეფექტურად. 2018 წლის საქმიანობას არასამთავრობოებთან ერთად დავგეგმავ,”-განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.

აღნიშნული გეგმიური შეხვედრები ყოველი თვის ბოლოს იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *